가사
ვხედავ სიზმარში
თვალებს ხორბლისფერს
თოვლსა თუ ქარში
ვერ ვამჩნევ მის მეტს
შველივით ნაზი
ფარვანას ფერებს
ამ სილამაზით
ყელს მოიღერებ
თუ მიმატოვებ
ისრით გამგმირავ
მუზაც დამტოვებს
მიხილავ მგმინავს
რად შემომიჩნდი
ანდამატივით
გიცანი ნიშნით
ვით გიჟ მარტივით