დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - ბევრჯერ გაწუხებ (Pop Rap)

79

Musik skapad av morige yuti med Suno AI

დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - ბევრჯერ გაწუხებ (Pop Rap)
v4

@morige yuti

დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - ბევრჯერ გაწუხებ (Pop Rap)
v4

@morige yuti

Text
[Intro]
[piano & flute]

[Verse 1][Spoken word]
რა ვუშველო ადამიანს, "სულერთი" რომ გახდება?
მასთან ჩემი სიყვარული უშედეგოდ მთავრდება.
დავიჯერო სიყვარული სიძულვილთან მარცხდება?!
ამიხსენით მეგობრებო, ასეა თუ რა ხდება?
[Verse 2]
გულო, ერთხელ შემაწუხე, მე კი ბევრჯერ გაწუხებ.
მხილებას რომ დააპირებ, ეგოიზმით გაჩუმებ.
სიძულვილი განმაშორე, სიყვარულით მაპურებ.
მხოლოდ ღმერთი დაგიტოვე, ცოდვებს აღარ ვაქუჩებ.
[Verse 3]
რაც რა ვისზე წყენა მქონდა, სამუდამოდ ვაუქმებ.
ენამ რომ არ გადაგღალოს, საყვედურებს ვადუმებ.
დიდხანს მინდა მემსახურო, სიბერესაც გაგუებ.
რასაც მეტყვი, - ვიმეორებ, არავის არ ვატყუებ.
[Chorus]
როდის გვიწევს დასვენება? ამბობენ, რომ მაღლაო.
მუშაობა შეგიძლიათ, არ გეტყობათ დაღლაო.
ხოდა უნდა მივდგეთ-მოვდგეთ, სანამა ვართ დაბლაო,
ვილოცოთ და ვიგალობოთ, ნუ ვიქნებით დამბლაო.
[Instrumental solo]

[Verse 4]
სინდისი გყავს მოკავშირე, ახირებებს ვაუქმებ.
რომ არასდროს მიღალატო, აიაზმით გაკურთხებ.
ნელთბილობას ვერა გკადრებ, რწმენას ლოცვით ვადუღებ.
პირველი ხარ, ვინც მაფრთხილებს, როცა რამეს ვაფუჭებ.
[Verse 5]
ღამე მხოლოდ შენ არ გძინავს, რუდუნებით მასუნთქებ.
დღის მოვლენებს განიხილავ, შეუცდომლად აშუქებ.
კეთილი და მოწყალე ხარ, სიხალისეს მაჩუქებ.
გონებასთან გამეგობრებ, ნურავისთან მაჩხუბებ.
[Chorus]
როდის გვიწევს დასვენება? ამბობენ, რომ მაღლაო.
მუშაობა შეგიძლიათ, არ გეტყობათ დაღლაო.
ხოდა უნდა მივდგეთ-მოვდგეთ, სანამა ვართ დაბლაო,
ვილოცოთ და ვიგალობოთ, ნუ ვიქნებით დამბლაო.
[Instrumental solo]
[Outro]
[Spoken word]
დავიჯერო სიყვარული სიძულვილთან მარცხდება?!
ამიხსენით მეგობრებო, ასეა თუ რა ხდება?
[Full band, triumphant, choir backing]
გულო, ერთხელ შემაწუხე, მე კი ბევრჯერ გაწუხებ.
დიდხანს მინდა მემსახურო, სიბერესაც გაგუებ.
[Fading out, lingering notes]
Musikstil
Pop Rap, Melancholy, emotional, soulful, Verdi Baritone, 80-120 BPM

Du kanske gillar

Cover av låten Test
v4.5

Skapad av Svetlana Sapozhnikova med Suno AI

Cover av låten Ответ Нины
v4

Skapad av Said-Emin Davletmurzaev med Suno AI

Relaterad spellista

Cover av låten EMLÉKEZÉS A SZÜLETÉSNAPOMRA
v4

Skapad av Ákos Gyulai med Suno AI

Cover av låten Matróz Dal
v4

Skapad av Zoltán Csorvási med Suno AI

Cover av låten Vini
v4

Skapad av Oscar Girones med Suno AI